ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი - ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება

გიგი წერეთელი - ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება

ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.
წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობაზე და ლეგიტიმაციაზე კი არა, ყოველდღიურად სანქციებზეა საუბარი.
ეს ნამდვილად არაფერს ცვლის, რადგან პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა არ იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, რაც ხდება და როგორც მიდის ეს პროცესი, არ იყო მართლაც მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, გაერო-ს მხრიდან იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება, მაშინ როცა სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ როგორი შეხედულებებია, როგორი კრიტიკაა, როგორი განცხადებები ისმის და როგორ სანქციებზეა საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს და დიდი სიხარული გამოიწვიოს. აქ ყველა ფოტოს გადაღება, ან შეხვედრა რომელიმე საელჩოსთან დე-ფაქტო ხელისუფლებაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ნაბიჯებით, ამ პოლიტიკით არაფერი შეიცვლება",- განაცხადა წერეთელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.