ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი წერეთელი - დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის ხელისუფლების დამარცხების გარანტია და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი, რომელსაც არ აქვს შინაარსობრივი ერთობა და ტექნიკური ხასიათისაა, რათა ბარიერი გადაილახოს, არარეალისტურია.
„ეს არ მოიტანს შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს. პარტიებისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს და რაც შეიძლება მეტმა გაიგოს, თუ რისი გაკეთება სურთ პარტიებს. "ევროპული საქართველო" სწორედ ამას აკეთებს.
მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის გასაღები და გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებზე და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რომელიც არარეალისტური იქნება“ - განაცხადა გიგი წერეთელმა

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.