გიგი უგულავა: ივანიშვილს რიყეზე ჩიტის ჩადგმა უნდოდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა

თბილსის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშივლს რიყეზე გიგანტური ჩიტის ფორმის შენობის ჩადგმა სურდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა.

ამ შენობის ჩადგმაზე “ოცნების” დამფუძნებელს მაშინ უარი უთხრეს.

როგორც გიგი უგულავა ამბობს, ივანიშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს “ჩიტი” გახდა.

ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა. ეს “ჩიტი” დაფარავდა მთელს რიყეს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრიდან მთელს მთაწმინდის პლატოს, მამა დავითს, “ბროვკას” და ნაწილობრივ ავლაბარსა და სამებასაც. ივანიშვილის “გემოვნება-უგემივნობა” კი არ სჩანს აქედან, არამედ მისი სრული არაადეკვატურობა და მეგალომანია. ეს ჩიტი გახდა ჩვენი ერთ ერთი დაპირისპირების მიზეზი
პ.ს. 20 ათასი კვ.მ. მარტო კარაოკე იყო”, – წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად