გიგი უგულავა – ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი

ანრი ოხანაშვილი მინისტრი რომ იქნება, ზოოპარკზე უარესია – მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს, უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბევრი ხალხის ეშინია და „ტურებივით იქცევიან“.
როგორც უგულავა აღნიშნავს, პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს.
„ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი. ეგ რა არის?! ვოილერია ეს, ფაქტობრივად. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი არის. ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია. მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან,“ – განაცხადა უგულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში