გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვეს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ და პარტია „ახალის“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა ციხე 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გიგი უგულავას და დიმიტრი ბიძინაშვილსაც, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდათ. ორივე მათგანს პოლიცია „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებოდა.
სასამართლომ „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულ 8-ვე პირს გირაო გუშინ შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო