არქივი1 სექტემბერი, 2024, 14:24
გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და ამით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა!
აქამდე 9 მეტრიანი ზღვარი აქამდე გადაკვეთილი არავის ქონია. მან მსოფლიოს რეკორდი, რომელიც აქვე პარიზში მაროკოელმა აბდელილაჰ განიმ დაამყარა, 44 სანტიმეტრით გააუმჯობესა.
საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.