ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა მაქარაშვილი: აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა

გიგა მაქარაშვილი: აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა
"სირცხვილიას გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე დამთაგეს, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება!
ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკრაინისკენ დავიძარი და მას მერე დროის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებ, რამაც ბუნებრივია ჩამომაშორა ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საქმიანობას!
ამას უკვე მოყვა ჩემი ოფიციალური წამოსვლა ორგანიზაციიდან (შესაბამისი გადაწყვეტილება იძებნება საჯარო რეესტრში) და ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო!
სირცხვილია მუდმივად იყო ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ხალხის მისვლა და წამოსვლაც ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია!
ამიტომაც თავის დროზე არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება.
ავდექი და წამოვედი ისე, როგორც არაერთი ჩვენიანი მოიქცა.
შესაბამისად უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში!
რაც იმას ნიშნავს რომ სირცხვილიას არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია.
ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი უბრძოლიათ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის!
მათ აქვთ საკმარისზე მეტი გამოცდილება, კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ, ასე რომ ჩემგან ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება!
აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა,"  - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.