გიგა ლემონჯავა – ყველა ნივთი, რაც ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის – ნებისმიერი ნივთი, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ

მინდა პირდაპირ ვთქვა, ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, ნატრი ქლორი, ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მან ისაუბრა პარტია „დროას“ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე და როგორც აღნიშნა, სამართალდამცველები ოფისში ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე შევიდნენ. ლემონჯავას თქმით, ჩხრეკას ესწრება მათი ორი თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს „ლაივ რეჟიმში“ გადასცემენ სოციალური ქსელის მეშვეობით იმის თავიდან ასაცილებლად, რომ პოლიციამ პარტიის ოფისში „რამე არ ჩადოს“.
„მე მინდა ძალიან ცხადად, ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, ნატრი ქლორი – ეს წყალი, რომელსაც ვიყენებთ რაც გაზით გვწამლავენ – ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიახ, არაფერი ჩხრეკა ამას არ სჭირდება, პირდაპირ ვამბობ – ნებისმიერ ნივთს, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. არავითარი ჩხრეკა არ გჭირდებათ. ღია ეთერში გეუბნებით, რომ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას, რომ ამ ქვეყნის გარუსება არ დავუშვათ“. – განაცხადა გიგა ლემონჯავამ „მთავარ არხთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას