გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, ვიქნებით უკიდურესად ხისტი ფორმებითაც მათ შორის და ვერავითარი ცენზურა სიტყვაზე, ვერ შეაჩერებს ამ წინააღმდეგობას, – ამის შესახებ “დროს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ, “ფორმულას”ეთერში განაცხადა. ლემონჯავას თქმით, რეჟიმი დასამხობი და დასასრულებელია.
“ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” – აღნიშნა გიგა ლემონჯავამ. “ფორმულას” წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ, ლემონჯავას შეახსენა, რომ სწორედ ტერმინ “დამხობის” გამოყენებისთვის არის ციხეში. “თან ის მშვიდობიან დამხობას მაინც ხმარობდა და თქვენ როცა ასე თამამად წარმოთქვამთ ამ სიტყვებს, ბუნებრივია, ამის იქით შედეგებზე წარმოდგენები გაქვთ” – მიმართა თარგამაძემ ლემონჯავას.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა