გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ გასაკეთებელზე ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ პარტნიორები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის ნებას
ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენ გასაკეთებელზე ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ პარტნიორები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დასავლელი პარტნიორებისგან შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი, იმის დემონსტრირებით, რომ ხალხის ნება ურყევია.
„ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება დიდი ალბათობით მოხდება, მაგრამ ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც თავისუფალმა ერმა. შემდეგ კი ჩვენი პარტნიორები, მათი ნაბიჯები, ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.