გიგა ბოკერია – სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება, ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია

სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ „პოსტს“ ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, სტალინი და რუსეთის საბჭოთა იმპერია საქართველოს, ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის უდიდეს მტერსა და ჯალათს წარმოადგენდნენ.
„სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საკუთარ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.
ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო, ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს და ისინი, ვინც ეს ხატი შესწირეს ეკლესიას, ღიად პუტინისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან.
ეს ხატიც სწორედ ამ კონტექსტში შესწირეს, სტალინის განდიდებისთვის და არა მისი როგორც ბოროტებად წარმოსაჩენად. ამავდროულად, ოპოზიციაშიც კი „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. პაპუაშვილის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან