ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ბოკერია - პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან რეჟიმზე წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს ცვლილებამდე

ჩვენს პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე წამოსული წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებამდე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის დამსახურებაა, რომ ჩვენი მოკავშირეების მხრიდან მკაცრი რეაქცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის დონეზე ავიდა.
მისივე თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი პროტესტის გაგრძელებისა და გაღრმავების პარალელურად.
„ამავდროულად ეს ყველაფერი არის შეხსენება იმისა, თუ რამდენად სამარცხვინო, უტიფარი და ბრიყვული იყო მმართველი გუნდისა და მათთან აფილირებული ფსევდოოპოზიციური ჯგუფების განცხადებები, როცა თქვეს, რომ ერთი კონგრესმენის, ვილსონის როლი არ გადავაჭარბოთო.
რეალურად, ჩვენს ადგილობრივ პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე წამოსული წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ამოცანამდე - ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.