გიგა ბოკერია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით

ივანიშვილის რეჟიმი შინაარსზე ფოკუსირებით დამარცხდება და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში, სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი გასაზრდელი აქვთ.
მისი თქმით, ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება.
„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ