გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე – ტრამპს ჩუმად როგორ შეხვდა, არ ვიცი… ამ რეჟიმის პირობებში ძლიერდება ირანის გავლენები

[ტრამპს] ჩუმად, როგორ შეხვდა, არ ვიცი , – ასე უპასუხა „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდებოდა, რომელმაც თქვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთა”.

ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი „რეჟიმის“ პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და ეროვნული ამოცანების მიღწევა გამორიცხულია, ვინაიდან ხელისუფლება პროაქტიული ნაბიჯების ნაცვლად, დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებას უწყობს ხელს.

„ჩუმად როგორ შეხვდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეების არსებითია, გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ მომენტში აწუხებს მოკავშირეებს, რათა საქართველოს უსაფრთხოება დასავლური, ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი ქვენების ნაწილი გახდეს – ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ მავნებელი კი არ არის, როგორც დღევანდელი რეჟიმია, რომელიც ამერიკის და საქართველოს ყველა მტერთან დაახლოებას ცდილობს, არამედ პროაქტიული ხელისუფლება. გამორიცხულია, რომ ამ რეჟიმმა ივანიშვილის გარემოცვით ეს ეროვნული ამოცანა შეასრულოს, იმის მიუხედავად, როდის რა პროპაგანდას მიმართავენ ნორმალიზაციის მიმართულებით. ნორმალიზაცია გვჭირდება ეროვნული ამოცანების მისაღწევად. ამ რეჟიმმა შექმნა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენი მტრის – რუსეთის საქმე გააკეთა. ამ რეჟიმის პირობებში ძლიერდება ირანის გავლენები ჩვენი უმცირესობის რაიონებში, ქვემო ქართლში, რაც პირდაპირ უზარმაზარი საფრთხეა საქართველოსთვის და რაც ამასთან ერთად გვაპირისპირებს დასავლურ სამყაროსთან. ყველა მათგანი პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, იმ სამყაროს ინტერესებს აშშ-ს ლიდერობით, რომლის ნაწილად ყოფნაც ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოების და ჩვენი ისტორიული არჩევანიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ მანამდე ისაუბრა სოხუმის დაცემის დღეზე, მისი თქმით, ეს არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე და მაშინაც რუსეთის ამოცანა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის არდაშვება და დღესაც მიზნები უცვლელია.

„ როდესაც რუსეთმა დაიკავა სოხუმი, შემდეგ მთლიანად აფხაზეთი, მოაწყო ქართველთა გენოციდი, მოარყია ქართული სახელმწიფოებრიობა, მაშინ, ჩანასახშივე ეს იყო რუსეთის ამოცანა – არ დაშვება ქართლი სახელმწიფოებრიობის და იგივე ამოცანა აქვს დღეს ჩვენს მტერს რუსეთს. სამწუხაროდ, მას ეხმარება ჩვენივე ქვეყნის შიგნით არსებული ჯგუფი, ვისაც აქვს ძალაუფლება – ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენი ხსოვნა იმ ადამიანების, ვინც თავი შესწირა აქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და ერთიანობას გვავალდებულებს, რომ ეს ისტორიული შანსი და ისტორიული მომენტი, რომ გავაღწიოთ რუსული , საბჭოთა ჭაობიდან, გამოიყენოთ, რაა შემდგომშიც თაობები არ შეეწირონ ამ ჭაობში ყოფნას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ტერორს და რეპრესიას, როგორც ეს 1921 წლის შემდეგ მოხდა. ჩვენ ეს შესაძლებლობა დღეს გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. ამას სჭირდება საზოგადოების ერთობა, ამ რეჟიმისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა და ზიანის ამოქაჩვა . მოკავშირეების შეძენა, თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნის ფეხზე დაყენება – დღევანდელი დღე არის ხსოვნის, გლოვის დღე და გზავნილის გარშემო საზოგადოების გაერთიანების დღე“, – დასძინა მან.