ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ბოკერია - ირაკლი შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განაცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა“.
„ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე, ამ რეჟიმის დემოკრატიულ მარცხამდე და ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ძალაუფლებიდან ჩამოშორებამდე.
შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას.
თავისუფალი სამყაროს წნეხთან ერთად სწორედ ამ პროტესტის გაგრძელება და გაღრმავება მოგვიტანს შედეგს პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.