ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი შეშინებულია

თავდასხმები იმის საბუთია, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც თბილისში განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი და ერთადერთი ომის პარტია, თავად ივანიშვილის რეჟიმია.
„ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა - "არ აგარევინებთ", "გლობალური ომის პარტია" გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო - სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული.
გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმის, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით, საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. და სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.