ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, იმნაძე სავარაუდოდ შეუძლოდ, მაშინ გახდა, როდესაც მას აკავებდნენ.

მანამდე ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, იმნაძის სახლთან მობილიზებული პოლიცია. ადგილზე ხმაურიც იყო.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.