გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ავრცელებს.

შვილმოკლული დედის ცნობით, შეცვლილი ჩვენებისთვის დაკავებულია ლუკა კლადკინი.

წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!!!!
დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე  ჩვენების შეცვლისთვის!!!!
ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია!
ყველა დამნაშავე  ციხეშიიიიიი!!!
მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია.
რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით!!!!
დეტალებზე  ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!”- წერს ეკა კუპატაძე. 

  • საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა