ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგაური: კომპანიები, რომლებიც "იმედს" და "პოსტ ტვ"-ს ფინანსურად დაეხმარებიან, შესაძლოა, მეორადი სანქციების რეჟიმში მოექცნენ

გიგაური: კომპანიები, რომლებიც "იმედს" და "პოსტ ტვ"-ს ფინანსურად დაეხმარებიან, შესაძლოა, მეორადი სანქციების რეჟიმში მოექცნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ რისკებს განმარტავს, რომელიც, შესაძლოა, იმ კომპანიებს დაემუქროთ, რომლებიც დასანქცირებულ "იმედთან" და "პოსტ ტვ"-თან დაიჭერენ საქმეს.

მისი განმარტებით, შეზღუდვა ვრცელდება რეკლამის განთავსებასა და ფინანსურ თანამშრომლობაზეც, ხოლო წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიები შესაძლოა მეორადი სანქციების რეჟიმში მოექცნენ.

როდესაც კონკრეტული კომპანიები სანქცირდება, მათთან ნებისმიერი ბიზნესურთიერთობა არის აკრძალული. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ნებისმიერი ის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და ათავსებს რეკლამას ტელეკომპანია "იმედში" ან "პოსტ ტვ"-ში, მათ ეს, უბრალოდ, ეკრძალებათ. მათ არ აქვთ უფლება, რომ გარკვეული კონტრაქტი დადონ ამ კომპანიებთან და ასევე რაიმე ტიპის გზა გამონახონ იმისთვის, რომ ამ ტელეკომპანიებს შემოსავალი ჰქონდეთ. თუ კონკრეტული კომპანიები დაეხმარებიან ფინანსურად, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ამ ორ ტელეკომპანიას, რომელიც არის დასანქცირებული, ისინი შესაძლოა, მოხვდნენ მეორადი სანქციების რეჟიმში, - ამბობს ეკა გიგაური. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.