ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგაური: ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან 400-მდე ადამიანი გაათავისუფლეს

გიგაური: ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან 400-მდე ადამიანი გაათავისუფლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან 400-მდე ადამიანი გათავისუფლდა.
გიგაურის ცნობით, მათი გათავისუფლების მიზეზი იმ უკანონობასთან გამიჯვნაა, რაც საქართველოში ხდება.
"ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ საჯარო სამსახურის უწყებაში ხდება რეორგანიზაცია. აბსოლუტურად უმიზეზოდ ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს [...] ბოლო ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან უკვე 400-მდე ადამიანი გათავისუფლდა. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ საჯარო მოსამსახურეებისგან ზარებს ყოველდღიურად ვიღებთ [...]
მათი გათავისუფლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი საქართველოს კონსტიტუციას იცავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იმ უკანონობას გაემიჯნონ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ისინი ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან. ჩვენ ამ ადამიანების დახმარებას გავაგრძელებთ", - თქვა გიგაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.