ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძის თქმით, თავდამსხმელები ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორდნენ

გია ჯაფარიძის თქმით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორნდნენ.
"რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. ჯოხები [დამარტყეს]. რატომ ვეწინააღმეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. ბეისბოლის ბიტებივით [ჰქონდა]", - თქვა გია ჯაფარიძემ.
დღეს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის დაზიანება აქვს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.