ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე - ყოველდღიური აქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბრძოლის წარმატებული შედეგისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აწარმოებენ

გია ჯაფარიძე - ყოველდღიური აქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბრძოლის წარმატებული შედეგისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აწარმოებენ

ყოველდღიური აქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბრძოლის წარმატებული შედეგისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აწარმოებენ,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, აქციების ყოველდღიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მეგობრებმა დაინახონ, რომ ქართველი ხალხი ბრძოლასა და პროტესტს აგრძელებს, რომ მათი მხრიდან ქართული საზოგადოების მხარდაჭერა გაგრძელდეს.
„ხვალინდელ აქციას, რაც შეეხება, რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს შიშის გამოძახილია, ძალიან ეშინიათ, როგორც ჩანს. უფრო იმის ეშინიათ, რომ ასეთმა აქციებმა პერმანენტული სახე არ მიიღოს. ცხადია, შიშმა გამოიწვია ის რეაქცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. არცერთი კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციაზე მეტი. საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიხედვით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და გვინდა მაგისტრალზე გავაკეთებთ ამას, გვინდა პარაშუტებით დავეშვებით და ასე გამოვხატავთ პროტესტს“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.