გია ჯაფარიძე: მართლა მიქარული რომ არ ჰქონდეთ, მათსავე ინტერესშია, თვითონ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად

დიპლომატი, გია ჯაფარიძე:
მეოთხე დღეა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ლაპარაკობენ. მთელი ტროლ-ბოტობა ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დარაზმეს, ასპონსორებენ და ასპონსორებენ, ყველა ოდნავ მოსაუბრეს ამაზე აკეთებინებენ კომენტარს. გუშინ თავად კობახიძე ჩაერთო, ბრიფინგი მიუძღვნა. ჟურნალისტურ გამოძიებას!
აიხლართნენ ტყუილებში, ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს და თან ერთმანეთის საწინააღმდეგოს, თან ისე გამოვიდა, რომ თვითონ დაადასტურეს, რაც ჟურნალუსტურ გამოძიებაში ითქვა. კიდევ ვიმეორებ, ჟურნალისტურ გამოძიებაში!
მართლა მიქარული რომ არ ჰქონდეთ, მათსავე ინტერესშია, თვითონ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. თუ მართლები არიან, მიმართონ საერთაშორისო გამოძიებას. უბრალოდ დაასახელონ, რა გაურიეს წყალში და რა ესროლეს ცალკე კაფსულებით ხალხს. თქვან ნივთიერება. რუსები არ ამბობდნენ 9 აპრილის მერე. სავარაუდოდ იტყუებიან, რუსებივით.
ამიტომ არის ეს მთავარი თემა დღეს და არ უნდა გაჩერდეს მედია

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?