ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ჯაფარიძე: ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს!

"ტვინის შერყევა მაქვს, დაჟეჟილობა ბევრ ადგილას, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის ეგ არაა პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამისი არ გვეშინია. ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს! მე დავიბადე საბჭოთა კავშირში და ბავშვობიდან აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა და არ მგონია, სერგო ორჯონიკიძეების, მამია ორახელაშვილებისა და ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს. ბრძოლა გრძელდება უნდა ვიყოთ მტკიცედ, დაუღლელები, ეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. აქციებზე უნდა ვიყოთ მეტნი, ეს რუსული კანონი უნდა გავატანინოთ, რაც იქნება რუსული რეჟიმის დასასრული. ვაგრძელებთ ბრძოლას! ესაა რეჟიმის აგონიური მდგომარეობა. ჩვენ ვართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის ზღვარზე და არ მგონია ამ მეთოდებმა გაამართლოს"  -  ამბობს გია ჯაფარიძე, რომელსაც გუშინ თავს "ტიტუშკები" დაესხნენ "მთავარი არხის" ეთერში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.