გია ჯაფარიძე: ვიცი, რომ შეიძლება ისე მოხდეს, პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნა მოგიწიოს, მაგრამ ამის გამო “მადლობა პრემიერო” იძახო და …

გია ჯაფარიძე:
გადაგვარების ბოლო ეტაპია ალბათ – ტიპს ეუბნებიან, “მადლობა პრემიერო”-ო პუტინთან ერთად დგომისთვის 🙁
პუტინთან დგომისთვის მადლობაო.
ვიცი, რომ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ვიცი, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო, ვიცი, რომ შეიძლება ისე მოხდეს, პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნა მოგიწიოს, ყველაფერი ვიცი, საგარეო პოლიტიკაში რეალისტი და პრაგმატისტი ვარ, მაგრამ ამის გამო “მადლობა პრემიერო” იძახო და “საქართველოს ბედი აშხაბადში შეხვედრაზე წყდებაო” თქვა, ეგ დასახო უპირობო პერსპექტივად, ესაა ზუსტად ქართველობის დაკარგვა. ამოშანთა მართლა რუსეთმა ქართველობაც, რწმენაც და ღირსებაც ბევრში

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია