გია ჯაფარიძე: ვინც იჭერს, იმათ რამდენი აქვთ მოპარული, წარმომიდგენია. 13 წელი ესენი მართავენ, 13 წელი ანგრევენ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს

გია ჯაფარიძე:
ამათ ყველას ერთი მართავს. ყველა ერთის მოყვანილია, ვისაც იჭერენ და ვინც იჭერს.
ვინც იჭერს, იმათ რამდენი აქვთ მოპარული, წარმომიდგენია.
13 წელი ესენი მართავენ, 13 წელი ანგრევენ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს.
ბიძინას ჭირდება ეს შოუ, სასფენსი და ტერორი, მუდმივი შიშის მდგომარეობაში მოსახლეობის და მოქალაქეების ყოფნა, თითქოს კორუფციას ებრძვის, თითქოს ხალხზე ზრუნავს, თითქოს თვითონ არ იპარავს, არ ძარცვავს, არ კლავს, თითქოს ეფექტური საჭეთმპყრობელია.
მიისი მონებია, ვისაც ახლა სხვა მონებს აჭერინებს. ტოტალიტარულ რეჟიმებში ხდება ასე, პარტიული წმენდა, მტრის ხატი დასავლეთის სახით, თითქოს შიდა ღალატი. რისი ღალატი? უღალატეს უკვე საქართველოს არაერთხელ

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)