ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: ცხადია, რომ რუსეთმა გორში ქართულ საზოგადოებას ჩაუტარა გენერალური ტესტი, თუ კიდევ რამდენის “შესაჭმელად” ვართ მზად

გია ხუხაშვილი: ცხადია, რომ რუსეთმა გორში ქართულ საზოგადოებას ჩაუტარა გენერალური ტესტი, თუ კიდევ რამდენის “შესაჭმელად” ვართ მზად
"სრულიად ცხადია, რომ რუსეთმა გორში ქართულ საზოგადოებას ჩაუტარა გენერალური ტესტი, თუ კიდევ რამდენის “შესაჭმელად” ვართ მზად. და თუ შევჭამეთ, დაიწყებს ფორსირებული რე-ინტეგრაციის პროცესს იმპერიაში.
ე.წ. “რუსული კანონი” მხოლოდ ერთი შედარებით მცირე ელემენტი იყო ტესტირების პროცესში, რამაც ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია. გორის ტესტი კი დამაგვირგვინებელი და ყველაზე მძიმე, პრაქტიკულად შეუქცევადი შედეგის მომტანია.
კითხვა მაქვს პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან - რას ელოდებით?!…" - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.