გია ხუხაშვილი: ქადაგიშვილმა ფაქტიურად თქვა – ქართველ ჯარისკაცებს უცხოელები “საზარბაზნე ხორცად” გამოსაყენებლად ამზადებდნენო. ანუ, სიტყვა სიტყვით გაიმეორა პუტინის, ლავროვის …

“დღეს ქადაგიშვილმა ფაქტიურად თქვა – ქართველ ჯარისკაცებს უცხოელები “საზარბაზნე ხორცად” გამოსაყენებლად ამზადებდნენო.
ანუ, სიტყვა სიტყვით გაიმეორა პუტინის, ლავროვის და ა.შ. პროპაგანდისტული გამონათქვამები, რომლებიც ჯერ კიდევ КГБ-ში იყო შემუშავებული.
ფაქტიურად, შეურაცხყოფა მიაყენა ყველა ქართველ სამხედროს, რომელსაც “ეგონა”, რომ სამშობლოს დასაცავად სწავლობდა სამხედრო საქმეს…”,  – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ცნობისათვის: ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! – სამხედრო პროექტები იმისთვის კეთდებოდა, რომ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ისევ მათ ინტერესებს მომსახურებოდა, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ – საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ, ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ! – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, რომელმაც X-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამან ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…