ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული

"პოლიტიკური ფრონტის ხაზის დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანზე გატარება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას.
ამიტომ ისტერიულად შემოაქვს კანონ-პროექტები, რომლებიც ეფესბე-ს ჯურღმულებში შექმნილი ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური და “მამა მამაა, დედა დედაა” პათოსით არის გაჟღენთილი.
პარტიებო, მედიებო, მოქალაქეებო, ნუ აყვებით ამ თამაშს, მყარად გეჭიროთ ფრონტის ხაზი.
კისერიც უტეხიათ, სულ “ანაფორებით” და კოჭებამდე შავი კაბებით ურბენიათ არჩევნებამდე… ეს მათი პრობლემაა…
მთავარი არჩევანია ევროპასა და რუსეთს, წარსულსა და მომავალს, ფერად, განათლებულ, თავისუფალ ახალგაზრდობასა და ღიპიან, გაუნათლებელ, საშოვარზე გამოსულ მედროვეებს, პატრიოტიზმსა და ურა-პატრიოტიზმს, რწმენასა და ფარისევლობას, წყლის ჭავლზე მოხტუნავე ვაჟკაცურ ღირსებასა და სპეც-რაზმს ამოფარებულ სიმხდალეს შორის.
სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული და მათი შემოქმედი სათანადოდ დასჯილი…", წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.