გია ხუხაშვილი – ოპოზიციაში არც გეგმა ჩანს, არც ლიდერობა, არც პოლიტიკური ქმედებები – ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე?

ოპოზიციაში ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემის “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, რომ მათ მოლოდინი ჰქონდათ, მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერად შედგებოდა.
ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციისგან არანაირი პოლიტიკური გეგმა და ქმედებები არ ჩანს.
“როგორ შეძლებდა (სალომე ზურაბიშვილი ლიდერობას), თუ ესენი {ოპოზიციაში} ერთმანეთს ვერ იტანენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, თავი ვერ შეუკავებიათ ერთმანეთის გინებისგან და რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? გარდა ამისა, არც გეგმა ჩანს, არც მათი ლიდერობა ჩანს ამ პროცესში, არ ჩანს პოლიტიკური ქმედებები მათი მხრიდან”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ