არქივი1 დეკემბერი, 2024, 16:40
გია ხუხაშვილი: მომავალი ყველა შემთხვევაში დადგება და თქვენი ინტელექტუალური ოპუსები ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება…

"ფსევდო-ინტელექტუალ, მედროვე გამპრავებელ ქოცებთან, კობახიძის გადაპატიჟებას რომ ელოდებიან ტრამპის ინაგურაციაზე, სათქმელი არაფერი მაქვს. ზოგს “შეაყარე კედელს ცერცვი” უხდება, ზოგს კი “მგლის თავზე სახარების კითხვა”
აი, ნამდვილად ინტელექტუალურ გამპრავებლებს ვეტყვი - ხომ ხედავთ, რომ აქ უკვე პოლიტიკა და პოლიტიკოსები არაფერ შუაში არიან. პროცესი მთლიანად ახალ თაობას მიყავს. სტიქიურად და ამასთანავე განსაკუთრებული სიბრძნით და შემართებით.
ახლა კი ვკითხავ - იცით რაიმე პრეცედენტი, რომ წარსულს, ან თუნდაც აწმყოს მომავალი დაემარცხებინოს?!
მომავალი ყველა შემთხვევაში დადგება და თქვენი ინტელექტუალური ოპუსები ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება…" - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.