ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და თიბისი ბანკებს სახალხო ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის

გია ხუხაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და თიბისი ბანკებს სახალხო ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის
"ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ჩემის აზრი, დასაფასებელია უპირველეს ყოვლისა არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის ცალსახა მხარდაჭერის გამო, რაც უდავოდ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მათი კრიტიკა თანხის ოდენობის, ან “ალტერნატული ფორმების” არ გამოყებნების გამო არასწორია.
ასეთი დამოკიდებულება სხვა ბიზნესებსაც გაუქრობს სოლიდარობის სურვილს და ძლივს გახსნილ ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემას ისევ ჩაკეტავს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვიმყოფებით, ყველა სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის გაჯანსაღების პროცესის დასაწყისში და სიჩქარე, რომ ერთ დღეში გვინდა ყველაფერი მივიღოთ, მხოლოდ დამაზიანებელია და პრობლემას უქმნის ყველაფერს.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და თიბისი ბანკებს სახალხო ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის," -  წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.