ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ქებას წარმოადგენდა, თუმცა, მეორე მხრივ, მასზე პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, “ოცნების” ლიდერმა, ფაქტობრივად აღიარა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საბოლოო სიტყვა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.
ხუხაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში პარტია ერთპიროვნულ მმართველობაზე ააგო, ხოლო კობახიძის გუშინდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ოცნების” ხელისუფლების ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ივანიშვილის პოზიციას ეფუძნებოდა.




