ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას და ...

გია ხუხაშვილი: კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას და ...
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას და კარგად აგვიხსნიან, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებენ ქუჩიდან ხელისუფლების ცვლილებას.
ეს უნდა გააკეთონ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების იზოლირება დასავლეთის მხრიდან, მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესის დამხმარე ინსტრუმენტია და არაუმეტეს ამისა.
თუ ამას კარგად აგვიხსნიან, შეიძლება ჩვენც შევიცვალოთ აზრი და მათ გავყვეთ.
ფეხების ბაკუნით, ყალბი ილუზიებით სისტემის ავტომატურ ჩამოშლაზე და თუნდაც პირადი გმირობის მაგალითებით პოლიტიკური ომის მოგება შეუძლებელია.
რევოლუციასაც კი ლეგიტიმური წინაპირობა და დრო ჭირდება. მე ასეთი მხოლოდ არჩევნების დღე ვიცი. თუ თქვენ რამე იცით (ე.ი. სუს-მაც იცის) და საიდუმლოდ ინახავთ, დროა გვითხრათ
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.