გია ხუხაშვილი: ერთია, რაში დასჭირდა რუხაძეს ასეთი გადაზღვევა? რამდენად არ ენდობა სისტემას, ყველაზე კარგად იცის რა მისი მანკიერი ბუნება

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ,,იმედის” გასხვისების ფაქტს ეხმაურება:
,,თუ ეს მართალია, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ძალიან საინტერესო მუხლია, რომ იმედის ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ტელევიზია ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
ერთია, რაში დასჭირდა რუხაძეს ასეთი გადაზღვევა? რამდენად არ ენდობა სისტემას, ყველაზე კარგად იცის რა მისი მანკიერი ბუნება.
მეორეა, ასეთი გარანტიის გაცემის მანკიერება.
ე.ი. ხვალ რუხაძემ, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა მკვლელობა, სახელმწიფო ღალატი, ან სხვა მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინონ, იმედი ამას არ გააშუქებს…
ეს მუხლი, თუ ის ნამდვილად არსებობს, ახლა უკვე საჯაროდ და ოფიციალურად, მთლიანად აშიშვლებს ამ მედია-სუბიექტის ნამდვილ, ყველაფრის მკადრებელ ბუნებას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო