გია ხუხაშვილი: დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას

“დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი – დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.
მე მინდა ვუთხრა ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, ელჩებს, ძალოვნებს, თუ ყველა საჯარო მოხელეს – მათი ლოიალობა ხელისუფლის ამ დირექტივის მიმართ, ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილეობას. დანაშაულში, საქართველოს მომავლის, მათი შვილების მომავლის წინაშე და ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს,” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…