არქივი14 სექტემბერი, 2024, 21:06
გია ხუხაშვილი: ბიძინას გამოსვლის შემდეგ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას” თავისუფლად შეუძლია საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად
"ბიძინას გამოსვლის შემდეგ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას” თავისუფლად შეუძლია საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
პოლიტიკურ კატასტროფაზე აღარაფერს ვამბობ - ბოლომდე გააპრავა რუსული აგრესია და მშვიდობისმყოფელებად გამოაცხადა…", წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ცნობისათვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.