გია ხუხაშვილი: ახლა გეკითხებით ყველას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენს ეკლესიას – ვინ ხელმძღვანელობს ამ მცნებებით?

““ღმერთისკენ მიმავალი გზა, მოყვასის უღმერთოდ წამებით მოიპოვება,
საკუთარი ღირსება, სხვებისთვის ღირსების აყრით მოიპოვება,
მშვიდობა, საკუთარ ხალხთან ომით მოიპოვება,
ორ ფეხზე დგომა, სხვების დაჩოქებით მოიპოვება,
შენი თავისუფლება, სხვებისთვის თავისუფლების აღკვეთით მოიპოვება,
შენი კეთილდღეობა, სხვების გაღატაკებით მოიპოვება,
ევროპისკენ მიმავალი გზა, რუსეთთან კოლაბორაციით მოიპოვება…”
დამეთანხმებით, რომ ეს “მცნებები” მხოლოდ “ბოროტს” შეეძლო შეექმნა.
ახლა გეკითხებით ყველას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენს ეკლესიას – ვინ ხელმძღვანელობს ამ მცნებებით?” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…