ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის “ვირთხა”

"ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება, რაც დიდი ალბათობით საკმარისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია…
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი გასაჯაროვება კი გადაწყდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ხელისუფლების მხრიდან ვექტორის ცვლილების პროცესის შეუქცევად ხასიათში.
P.S. მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების (ოქროს მოწმეები) ჩვენებებიც. ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის “ვირთხა”," - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.