ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან, რაც ბუნებრივია შემთხვევით და ლამაზი თვალების გამო არ ხდება

"თუ დავაკვირდებით პროცესების განვითარების ანატომიას, სრულიად ცხადი გახდება, რომ ხელისუფლების მოქმედებები არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და თავის დროზე რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების სრული ანალოგია.
ანუ, არ არის ადაპტირებული, პირდაპირ და უხეშად არის გადმოტანილი.
ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს:
საქართველოს ხელისუფლება მთლიანად არის ჩამოშორებული მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის საკითხს და დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან. ისინი კი მოქმედებენ ისე, რა გამოცდილებაც აქვთ მიღებული რუსეთში და რაც კარგად იციან.
ხელისუფლების ფუნქცია არის ამ ალგორითმის, მატრიცის შესაბამისად პროცესების ოპერატიული მართვა ინსტრუქტორების ზედამხედველობით.
ამ ტრიადის მესამე ელემენტია შავი სამყარო, რომელმაც აშკარად გაააქტიურა ქუჩის შპანა ისეთი საკითხების “მოსაგვარებლად”, რაზეც პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლება ერიდება. ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან, რაც ბუნებრივია შემთხვევით და ლამაზი თვალების გამო არ ხდება" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.