არქივი2 ივლისი, 2024, 17:24
გია ხუხაშვილი: ამიტომ, დღევანდელი დღე მათაც ეკუთვნით. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ისევე გვიყვარს და ვაფასებთ, როგორც დღევანდელი დღის გმირი ფეხბურთელები
"დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი საყვარელი ფეხბურთელების, ასევე ყველა გულშემატკივრის და მთელი საქართველოსთვის.
მთელი ერი მიაგებს პატივს ბიჭებს, რომლებმაც მთელი სული და გული ჩადეს იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამაყად ეფრიალა საქართველოს დროშას და გაჟღერებულიყო სახელმწიფო ჰიმნი.
დღევანდელი დღე უდიდესი სტიმული გახდება მომავალი თაობის ფეხბურთელებისთვისაც.
ამასთანავე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო და ევროპის, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში, რომელთაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა და მათ საპატივცემლოდ უფრიალია დროშასაც და ჰიმნიც დაუკრავთ. მათაც ყველაფერი დადეს ამ გამარჯვებებისთვის, საქართველოსთვის.
ამიტომ, დღევანდელი დღე მათაც ეკუთვნით. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ისევე გვიყვარს და ვაფასებთ, როგორც დღევანდელი დღის გმირი ფეხბურთელები," - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.