პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…

გია ხუხაშვილი: აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…
"ორიოდე სიტყვა ბიძინას გზავნილზე, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება და მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს.
ვინც ოდნავ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს მორიგი ტრიუკის ჩატარების მცდელობაა, რისი მიზანიც სავსებით ცხადია:
მას ახლა ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია, ამიტომ ისტერიულად ცდილობს საკუთარი “უძლეველობის, სიბრძნის და წინასწარმეტყველური უნარების” მითოლოგიის ნარჩენების მეშვეობით ახალი თარიღი დაკიდოს -“კიდევ ცოტა მაცადეთ ხალხნო”-ს პრინციპით, იმის იმედად, რომ 29-დან საცივში ჩავყოფთ თავს და დამატებით კიდევ ერთ თვეს მოიგებს…
აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…" - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.