: ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში

გია ხუხაშვილი: ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში
ახალი წლის ღამეს გამართულ აქციას, რა დროსაც მოქალაქეები 2025 წელს, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, სწორედ რუსთაველზე ვნახეთ რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა.
„თუ ადამიანმა გუშინაც ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, მიუხედავად პრობლემებისა უკეთესი მომავლის ურყევი რწმენა, თაობებს შორის გადებული ხიდები, ურთიერთ-პატივისცემა… იმას არ ესმის, რას ნაშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში და რომელსაც სიხარულით გადმოჰყურებდნენ ილია და აკაკი
ეს ხალხი მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს, რადგან ვერ ხედავს, რომ ამ დიდებულ თვეებში, დღეებში, საათებში და ყოველწამიერად იბადება ახალი, ლამაზი, ჯანსაღი და ჭკვიანი საქართველო…“ – წერს გია ხუხაშვილი.
ფოტო: Ezz Gaber

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად