გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე – როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია

“თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ “საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობენ და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები”.
ცაგარეიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო.
მისივე თქმით, როდესაც “ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს”.
“ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. “ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს”- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტიკა აუცილებელია,” – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული