გია ვოლსკი – ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად – ჩვეულებრივი ამბავია, როცა აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე, მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ

ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე – მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება“.
„ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე. შემდეგ მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს ეს ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას აკმაყოფილებს ქვეყანაში, თითქოს ვიღაცას გულს უფხანს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებებია. არამარტო ღია მოქმედებებზეა საუბარი, აქ საუბარია კონსპირაციაზეც, რომელიც ძალიან ადვილად იკითხება მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გაანალიზებ ვითარებას – ვის უნდა ომი? რისთვის არის ეს ომი საჭირო? რა სჭირდება ევრობიუროკრატიის გარკვეულ დონეებს. იგივე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის რესურსი რისკენ არის მიმართული და ამას ემსახურები. ზედაპირზე გამოგაქვს სულ სხვა რიტორიკა, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში, ფარდის მიღმა აწარმოებ შენი ქვეყნის ისეთ საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის საომარ ცეცხლში „შეყვანაზე” ქვეყანაზე. რასაკვირველია, ეს ქვეყნის ღალატია, რაც პროფესიად იქცა. ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება. რასაკვირველია, უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები და არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე მექანიზმი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”