ოპოზიციაზე – მითითება იყო, რომ თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს

[ოპოზიციას] ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ – ეს სიმბოლოა აღრევის, ცვლილებების, ორმაგი სტანდარტის, დაბნეულობის, თარგმანებში დაკარგვის და სცენარისტებსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებების, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციურ სპექტრში არსებული ვითარება შეაფასა.
მისი თქმით, „გარკვეული პერიპეტიების გავლენა იგრძნობა ყველაფერში, რასაც ბოლო პერიოდში მოვუსმინეთ“.
„[ოპოზიციას] ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის უკან რა დევს? – ამის უკან გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები და სცენარში აღრევები დევს, რასაც რევოლუციური და დესტაბილიზაციის განვითარების საქმეში სხვადასხვა სცენარისტის ჩართულობა ჰქვია. ამ ვითარებაში ხან სააკაშვილის შემოჭრა ხდება მისი უკმაყოფილებით არსებული სცენარისტების გამო და ასევე ხდება სააკაშვილის მიმართ ერთგულების დამტკიცება [გუბაზ] სანიკიძის მხრიდან, რომელიც ელოდება, რომ ადრე იქნება თუ გვიან, სააკაშვილი ლიდერი იქნება. მხოლოდ გუბაზზე არ მაქვს საუბარი. საერთოდ, ეს სიმბოლოა აღრევის, ცვლილებების, ორმაგი სტანდარტის, დაბნეულობის, თარგმანებში დაკარგვის და სცენარისტებსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებების. გარკვეული პერიპეტიების გავლენა იგრძნობა ყველაფერში, რასაც ბოლო პერიოდში მოვუსმინეთ”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია