გია ვოლსკი – ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს – მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს – მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ადმინისტრირებული იყო მშვენივრად, მაღალ დონეზე”.
ვოლსკი იმასაც ამბობს, „თუ სადღაც დაშინების ან მოსყიდვის ფაქტები მოხდა, დასკვნაში ასეთი ფაქტები მოყვანილი არ არის და ოპონენტების არც ერთი ბრალდება არ დასტურდება”.
ვოლსკის მტკიცებით, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება.
„არის საკითხები, რასაც შეიძლება, დავეთანხმოთ და რასაც ვერ დავეთანხმებით, თუმცა შედეგებს კონსულტაციები გვაჩვენებს, რაზეც ეუთო/ოდირმა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
რას ვერ დავეთანხმებით? ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2/3-ის პოზიციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, ისეთი სიტუაცია იქნება, როცა შეიძლება გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მიიღო და ცესკო, თუ მას პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია არ დაეთანხმება, ისევ საბოტაჟის რეჟიმში იქნება.
რაც შეეხება ნდობას, რასაკვირველია, ნდობის დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ ეს დეფიციტი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რაღაც პოლიტიკური ინტერესით და არა რეალური ვითარებით. რეალური ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, საქართველო ევროპული ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”