დიალოგზე – თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით

თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს.
„ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს. [ოპოზიციის ]გეგმა არის, რომ ძალის გამოყენებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, შეწირონ ამას ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, დააზიანონ სახელმწიფო სტრუქტურები, მოახდინონ ძალოვანი და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია, გაიტანონ საქართველოს სახელი საჯიჯგნად და სათელად. ამ გეგმაში ახალი არაფერია, რომელსაც ჰქვია „შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“. რა შეიძლება საერთო სასაუბრო გვქონდეს ამ ადამიანებთან, თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით. მაგრამ ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.
მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს.
ბერსეს განცხადებითვე, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია