გია ვოლსკი დანიის ელჩზე: როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ …

როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ ისედაც დაძაბულ სიტუაციაში კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და კონტექსტიდან ამოუგლეჯავიც შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს, ე.ი. ან არაპროფესიონალი ხარ ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მან ოლიგარქად მოიხსენია.
ვოლსკი დანიელი დიპლომატის შეფასებას ქვეყანაში შიდა დაპირისპირების ხელშეწყობის კონტექსტში განიხილავს და აცხადებს, რომ ის პროცესს აძლევს ბიძგს, რომლის გამოწვევაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სურს.
„დიახაც, დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალობაში იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა. დანიის ელჩის განცხადება არის სურვილი, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. მისი მხრიდან ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად – ეს გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე წერს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის