გია ვოლსკი – გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ელჩი ფიშერი წარმოადგენს – ეტყობა, კალენდარი არ აქვს სახლში

ეტყობა, ელჩ ფიშერს სახლში კალენდარი არ აქვს , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა ელჩ ფიშერის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ელჩი ფიშერი წარმოადგენს, თუმცა ის თანამდებობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
“ეტყობა, კალენდარი არ აქვს სახლში. არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც გერმანული პრაგმატულობით ლაპარაკობს იმას, რომ კალენდარი ამოეწურა კონკრეტულ ადამიანს და არ შეიძლება, რომ იგი კვლავ პრეზიდენტად იქნას მოხსენიებული, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს გერმანიის ელჩს. მაგრამ არის კიდევ მეორე – ეს საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ცალკეული შემთხვევა არ არის. ეს არის გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელზეც შესაბამისი ინსტრუქცია ეტყობა ელჩს არ მოსვლია და აგრძელებს იმ ინერციას, რასაც ჰქვია საქართველოს როგორმე მუხლებზე დაგდება იმისათვის, რომ მიაღწიონ მთავარ მიზანს – მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც ცალფეხზე დგომით, ყურმოჭრილი დაემორჩილება. მათ შორის, ეს ინტერესი გამოსჭვიოდა ყოველთვის გერმანიის წამსვლელი მთავრობის განცხადებებში, ქმედებებში, რომელიც დღეს თავის პოლიტიკური რეიტინგით, მეოთხე ადგილს იკავებს გერმანიაში. ეს არის რეალობა და არა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, ვადაგასული პრეზიდენტი დღეს კიდევ კვლავ წარმოადგენს ამ ქვეყნის თუნდაც სიმბოლურ ლიდერს. რეალობა ის არის, რომ გერმანიაში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს ელჩი ფიშერი, თუმცა ის ჯერ კიდევ თანამდებობას ინარჩუნებს. სალომე ზურაბიშვილიც აღარ არის პრეზიდენტი. ის თანამდებობას ვერ ინარჩუნებს, იმიტომ რომ კალენდარი, რომელიც ფიშერს სახლში არ აქვს, ამოიწურა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი